მოგება დამაჯერებელი ანგარიშით - საქართველოს 18-წლამდელებმა სომხეთის ნაკრები დაამარცხეს #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სომხეთის თანატოლთა გუნდს მეორედაც შეხვდა და კვლავ დაამარცხა, მაგრამ ამჯერად დიდი ანგარიშით.
მატჩი რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის სტადიონზე გაიმართა. პირველი მატჩი ორი დღის წინ შედგა და დაძაბული გამოდგა. ჩვენი გუნდი 0:2 აგებდა და 87-ე წუთის შემდეგ 3:2 გაიმარჯვა.
ჩვენმა გუნდმა მეტოქე მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა, მაგრამ გაცილებით დამაჯერებელი ანგარიშით. მაგრამ ამჯერადაც ანგარიში სტუმრებმა გახსნეს: 23-ე წუთზე ზუსტად კარენ დავტიანმა დაარტყა.
მაგრამ ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას დაეუფლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. საბა გოგლიჩიძემ 26-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა, ერთ წუთში დავით გოცირიძემ ჩვენი გუნდი თემურ გოგნაძის პასით დააწინაურა, 44-ე წუთზე კი თემურ გოგნაძემ თავადა გაიტანა და ტაიმი ჩვენმა გუნდმა 3:1 მოიგო.
მეორე ნახევარში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. სომხეთის ნაკრებს ჯერ გიორგი ხაბულიანმა (76) გაუტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში 85-ე წუთზე ჯადული იობავილმა დააფიქსირა 5:1 საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების სასარგებლოდ.
ეს 18-წლამდელების მეხუთე შეკრება იყო. ბოლო მატჩები გუნდმა შვეიცარიელი თანატოლების წინააღმდეგ ჩაატარა, სადაც ტურნეს ფარგლებში პირველი მატჩი მოიგეს (1:2), ხოლო მეორე ფრედ (1:1) ითამაშეს.
ლაშა ფირცხალაიშვილის გაწვრთნილი ასაკობრივი გუნდი, ივნისიდან 19-წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.