საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გადამწყვეტი თამაშებისთვის მზადება დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები იენჩეპინგშია და შემოდგომაზე დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებისთვის მზადება დაიწყო.
რამაზ სვანაძის გუნდი სანაკრებო ციკლს 10 ოქტომბერს, შვედეთის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრით განაახლებს.
გასული ექვსი ტურის შემდეგ ჩვენ ნაკრებს ჯგუფში 16 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 14 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს. შევედეთის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი სამშობლოში დაბრუნდება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ქუთაისში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), გიორგი მაისურაძე (ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით გოცირიძე (დინამო თბილისი).