საქართველოს ახალგაზრდულმა ფარერები დაამარცხა
საქართველოს ახალგაზრდულმა ფარერები დაამარცხა

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე ჯგუფში საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ფარერების უმასპინძლა. გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა გია ცეცაძისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში სადებიუტო იყო.

მატჩის დასაწყისში ცხინვალში მოკლული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივს მიაგეს.

საქართველონ ნაკრები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს სისწრაფე და აგრესიულობა აკლდა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ – 0:0.

მეორე ნახევარი საქართველომ მშვენივრად დაიწყო: 47-ე წუთზე, პირველივე სწრაფი შეტევა გუნდის კაპიტანმა ლუკა ზარანდიამ გოლით დაასრულა 1:0.

ცეცაძის გუნდს ანგარიშის გაზრდის კიდევ რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში შემტევებს სიზუსტე ღალატობდათ. საბოლოოდ, საქართველომ მინიმალური ანგარიშით მოგებას დასჯერდა – 1:0.

ამ მოგებით საქართველომ 7 ქულა დააგროვა, ფარერებს გაასწრო და მესამე ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.