საქართველოს ახალგაზრდული პირველობის ფინალები ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს გაიმართება #1TVSPORT
დღეს რუსთავის ქიმიკოსთა დარბაზში საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის ათი ფინალით დასრულდება. შედეგებით გამოიკვეთება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა, რომელიც ივნისში, დორტმუნდში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
ფინალები 14:00 საათიდან დაიწყება.
55 კგ – გიორგი თოხაძე (ოზურგეთი) – დათო ხაჩიძე (ბორჯომი)
60 კგ – ფირუზ აბულაძე (აჭარა) – რამაზ ბერიძე (აჭარა)
63 კგ – თორნიკე სოლომონიძე (აჭარა) – დიეგო ჩხიკვაძე (აჭარა)
67 კგ – ლუკა ოჩიგავა (სენაკი) – ნიკა პაქსაძე (აჭარა)
72 კგ – გიორგი ჩხიკვაძე (სენაკი) – ხვიჩა ანანიძე (აჭარა)
77 კგ – გიორგი შპეტიშვილი (გარდაბანი) – დათა ჩხაიძე (აჭარა)
82 კგ – იაგო გობაძე (აჭარა) – საბა მამალაძე (ოზურგეთი)
87 კგ – გიორგი მეტრეველი (ონი) – ნიკოლოზ მშვილდაძე (ბაღდადი)
97 კგ – რობიზონ ესაძე (ოზურგეთი) – ლუკა ტვილდიანი (თბილისი)
130 კგ – ნიკა აფციაური (თბილისი) – თ. ცინცაძე (ოზურგეთი)