საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიასთან მატჩის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიასთან მატჩის წინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის პლეი ოფის პირველ მატჩისთვის მზდებას განაგრძობს, რომელსაც 15 ნოემბერს თბილისში ხორვატიასთან გამართავს. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

გუნდი 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებს, მანამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებს.

14 ნოემბრის განრიგი:

17:00 | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
17:30 | საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში
19:00 | ხორვატიის 21-წლამდე ნაკრების ვარჯიში

U21 | შემადგენლობა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო“ ბათუმი), მიხეილ მაქაცარია („დინამო“ თბილისი), ლევან თანდილაშვილი („თელავი“).

მცველები: ირაკლი აზაროვი („შახტარი“, უკრაინა), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („სირიუსი“, შვედეთი), გიორგი მაისურაძე („ჟიტომირი“, უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი“), ლუკა ლაცაბიძე („ჩერნომორეცი“, უკრაინა), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („იბერია 1999“), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო“ მოსკოვი, რუსეთი), ნოდარ ლომინაძე („დილა“ გორი), დაჩი ლორთქიფანიძე („კრემონეზე“, იტალია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი („დინამო თბილისი“), გიორგი კვერნაძე („ფროზინონე“, იტალია), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი“ 1913, ფოთი), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

მატჩების განრიგი:

15 ნოემბერი, 19:00 | საქართველო – ხორვატია

19 ნოემბერი, 22:00 | ხორვატია – საქართველო