საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს პორტუგალიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს პორტუგალიასთან მატჩით გახსნის - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

დღეს, საქართველოსა და რუმინეთში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყება. ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებებს შორის 21 ივნისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).

ამ შეხვედრაში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეები – გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი“, რუსეთი) და ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი). ისინი ახალგაზრდულ გუნდს 21 ივნისს შეუერთდებიან.

უეფა-ს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს „ბათუმი არენა“ უმასპინძლებს.

მატჩებზე დასასწრები ბილეთების შეძენა სპეციალურ ვებგვერდზე, under21tickets.ge-ზეა შესაძლებელი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე:

„პირველ ტურში ჩვენი მეტოქე პორტუგალიის ძლიერი გუნდია, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. პორტუგალია ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ყველასთვის ერთ-ერთი რთული მოწინააღმდეგეა. მიუხედავად ამისა, ვეცდებით, მიზანს მივაღწიოთ. ვიმეორებ – ჩვენი მთავარი მიზანი საკუთარი თავის და იდენტობის წარმოჩენაა“

პორტუგალიის 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუი ჟორჟე:

„საქართველოსთან შეხვედრა, ჩემი აზრით, იოლი არ იქნება. სასურველი შედეგი ფრეა.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებები სხვადასხვა სტილის გუნდები არიან. ჩემი აზრით, ქართველები ფიზიკურად უკეთ არიან მზად, ჩვენ კი ტექნიკური კუთხით უნდა ვაჯობოთ მეტოქეს“.

 

 

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე („დინამო თბილისი“), ნოდარ ყალიჩავა („სამგურალი“).

მცველები: ცოტნე კაპანაძე, ივა გელაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა (სამივე – „საბურთალო“), სანდრო კალანდაძე, საბა ხვადაგიანი (ორივე – „დინამო თბილისი“), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“ დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), საბა საზონოვი („დინამო მოსკოვი“, რუსეთი).

ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა, გიორგი მოისწრაფიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი (სამივე – „დინამო თბილისი“), ნიკა ხორხელი, ნოდარ ლომინაძე (ორივე – „სამგურალი“), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა გაგნიძე („დილა“ გორი), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი“, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა („რეალ უნიონი“, ესპანეთი)

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი, 20:00 | საქართველო – პორტუგალია

24 ივნისი, 20:00 | საქართველო – ბელგია

27 ივნისი, 20:00 | საქართველო – ნიდერლანდები