საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2024 წლის პირველ შეხვედრას თურქეთთან გამართავს #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები 2024 წელს თურქეთთან მატჩით დაიწყებს. შეხვედრა 22 მარტს გაიმართება.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, თამაში სტამბოლის აზიურ ნაწილში მდებარე „პენდიკის“ სტადიონზე ჩატარდება.
რამაზ სვანაძის გუნდი შემდეგ გიბრალტარის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდება, მატჩი 26 მარტსაა დაგეგმილი.
საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული გუნდი 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს შვიდი ქულა აქვს.
22 მარტი, 21:30
თურქეთი – საქართველო
26 მარტი, 20:00
გიბრალტარი – საქართველო