საქართველოს 77-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის დასასრულს მიუახლოვდა
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს 77-ე ჩემპიონატი ვაჟ მოჭადრაკეთა შორის.
დღეს ფინალური სერიის პირველი ტურის პარტიები გაიმართა. ჩემპიონის ტიტულისათვის მებრძოლი დავით ჯოჯუასა და მიხეილ მჭედლიშვილის დაპირისპირება ყაიმით დასრულდა. მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი თორნიკე სანიკიძემ გიგა ყუფარაძეს სძლია. ხვალ, 14:00 საათზე გადამწყვეტი თამაშები გაიმართება.
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი