საქართველოს 23-წლამდელთა თასი თავისუფალ ჭიდაობაში - ტურნირის პრიზიორები
თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა თასს პირველი პრიზიორები ყავს.
61 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს თეიმურაზ ვანიშვილი (გორი) და გოდერძი ძებისაშვილი (გორი) გავიდნენ. ოქროს მედალი თეიმურაზ ვანიშვილს დარჩა. ბრინჯაოს მედლები თორნიკე ქათამაძემ (აჭარა) და გიორგი ჭოლაძემ (ქუთაისი) დაისაკუთრეს.
74 კგ. წონითი კატეგორიის გამარჯვებული გიორგი სულავა (ქუთაისი) გახდა. ვერცხლი გოგა ძამიაურს (თბილისი) ერგო. ბრიჯაო არტურ თანგამიანმა (ნინოწმინდა) და ნუგზარ სხირელმა (გორი) მოიპოვეს.
86 კგ. წონით კატეგორიაში ოქრო ზაურ ბერაძემ (ხარაგაული) მირიან მაისურაძესთან (ონი) ორთაბრძოლაში მოიპოვა. ბრინჯაოსმედალოსნები თორნიკე კვინიკაძე (ხაშური) და დავით ფირუზაშვილი (თბილისი) გახდნენ.
92 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობა დემურ მეგენეიშვილმა (სამტრედია) მოიგო. მასთან ფინალური ორთაბრძოლა მექი სიმონიამ (ქუთაისი) დათმო. ბრინჯაო იუზა ცერცვაძემ (თბილისი) და გურამ ენდელაძემ (ქუთაისი) აიღეს.
მძიმე წონის (125 კგ.) ფინალში ზურიკო ურთაშვილმა (მცხეთა) ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთაისი) დაამარცხა და ოქროს დაეუფლა. ბრინჯაო გიორგი შამათავას (აფხაზეთი) და მარად ვანაძეს (აჭარა) ერგოთ.