საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა სტამბოლში ივარჯიშა - გუნდს ლაცაბიძე და სიგუა გამოაკლდნენ #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები კალენდარულ სეზონს 22 მარტს თურქეთის ახალგაზრდულ გუნდთან ამხანაგური მატჩით დაიწყებს. შეხვედრა სტამბოლში, პენდიკის სტადიონზე გაიმართება.
ამის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი გიბრალტარში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ნაკრებმა სტამბოლში პირველი ვარჯიში გამართა. 21-წლამდელთა გუნდის შეკრებას ტრავმის გამო დონეცკის „შახტარის“ მცველი ლუკა ლაცაბიძე და „ბაზელის“ ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა დააკლდებიან. ნაკრებს ვერ ეხმარება „დინამო თბილისის“ თავდამსხმელი ჯადული იობაშვილიც, ხოლო გიორგი მაისურაძე და ნოდარ ლომინაძე დისკვალიფიცირებულნი არიან.
U21 | შემადგენლობა:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), საბა ხვადაგიანი (მაკაბი ნეთანია, ისრაელი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (იბერია 1999), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი), დავით ზურაბიანი (კოლხეთი ფოთი 1913).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), ოთარ მამაგეიშვილი (იბერია 1999), გიზი მამაგეიშვილი (იბერია 1999), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), ნიკოლოზ სიხარულაშვილი (დინამო თბილისი).
თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913).
შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 10 ქულით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამეადგილოსან შვედეთს 7 ქულა აქვს.
22 მარტი, 21:30
თურქეთი V საქართველო
26 მარტი, 17:00
გიბრალტარი V საქართველო