გია გეგუჩაძე გიორგი ცეცაძემ შეცვალა. მხარეებს შორის ხელშეკრულება დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაფორმდა.
გიორგი ცეცაძე ბოლოს საფეხბურთო კლუბ „სამტრედიას“ თავკაცობდა, რომელთან ერთადაც ჯერ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო მოგვიანებით სუპერთასის მფლობელი. გიორგი ცეცაძემ 2013 წელს, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ათამაშა.
43 წლის სპეციალისტს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თემურ ლორთქიფანიძე და ზურაბ ხიზანიშვილი დაეხმარებიან.