საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გიბრალტარშია - სვანაძის გუნდმა „ლათბერი სტედიუმზე“ ივარჯიშა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში გასვლაზე გიბრალტარის ნაკრებს შეხვდება.
რამაზ სვანაძის გუნდმა „ლათბერი სტედიუმზე“ პირველი ვარჯიში გამართა. თურქეთში შეკრებაზე მიღებული ტრავმის გამო გუნდს გიბრალტართან გიზი მამაგეიშვილი ვეღარ დაეხმარება.
საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში, ჩვენი ახალგაზრდული 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მეორე ადგილზეა, მესამე ადგილზე მყოფ შვედეთს 3 ქულით ასწრებს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური კანდიდატია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის გასვლით მატჩს გიბრალტართან 26 მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე გამართავს.