საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ის პლეი ოფში ხორვატიას დაუპირისპირდება – წილისყრა უეფა-ს ოფისში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.
რამაზ სვანაძის გუნდმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეორე ადგილი დაიკავა და ისტორიულ შედეგს მიაღწია – გუნდს ზედიზედ მეორედ აქვს შანსი, ფინალურ ტურნირზე იასპარეზოს.
პირველ შემთხვევაში ჩვენმა გუნდმა ევრო 2023-ზე მასპინძლის რანგში ითამაშა. შესარჩევი ციკლიდან კი გუნდს ფინალურ ეტაპზე მონაწილეობის საგზური ჯერ არ მოუპოვებია.
საქართველოს ნაკრები პლეი ოფის ორმატჩიან დაპირისპირებებს 14-19 ნოემბრის შუალედში ჩაატარებს. რამაზ სვანაძის გუნდი პირველ მატჩს შინ გამართავს, ხოლო მეორეს – გასვლაზე.
დარჩენილ ორ წყვილს შორის გამარჯვებული გუნდები განსაზღვრავენ საბოლოოდ, თუ ვინ ითამაშებენ ევრო 2025-ის ფინალურ ეტაპზე, რომელიც სლოვაკეთში 11-დან 28 ივნისამდე გაიმართება.
ამ დროისთვის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ: დანია, ინგლისი (ჩემპიონი), საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი (მასპინძელი), სლოვენია, ესპანეთი, უკრაინა.
პლეი ოფის წყვილები:
საქართველო-ხორვატია
ფინეთი-ნორვეგია
ბელგია-ჩეხეთი