საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უელსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე უმცროსი „ბორჯღალოსნები“ მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას. პირველ შეხვედრას ქართველი მორაგბეები უელსის ნაკრების წინააღმდეგ 9 ივლისს ჩაატარებენ, შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა უელსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა:
საქართველო
ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე („ლელო“), 14. შალვა აფციაური („ლელო“), 13. თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), 12. ნიკოლას რაგოევი („ნევერი“), 11. ლუკა ხორბალაძე („ლელო“), 10. პეტრე ხუციშვილი („ლელო“), 9. ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“);
შერკინება: 1. სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“), 2. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 3. ირაკლი აფციაური („გრენობლი“), 4. გურამ ღანიაშვილი („გრენობლი“), 5. გიორგი ნიკოლაძე („აია“), 6. რატი ზაზაძე („ნევერი“), 7. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“), 8. ლაშა ციხისთავი („ბეიონი“, კაპ.);
მარქაფა: 16. ბასა ხონელიძე („ორიაკი“), 17. გიორგი მამაიაშვილი („გრენობლი“), 18. დავით მჭედლიძე („ტულონი“), 19. გიორგი გერგედავა („კლერმონი“), 20. ნიკა ლომიძე („ხარები“); 21. დავით ხუროშვილი („ლელო“), 22. გელა ხელაძე („ლელო“), 23. ლუკა კობაური („პერპინიანი“).
უელის ნაკრების დამარცხების შემთხვევაში ლადო კილასონიას გუნდი 14 ივლისს მეხუთე ადგილისთვის ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.