საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბაქოში ხანმოკლე შეკრება ჩაატარა – დღეს ვასილ მაისურაძის გაწვრთნილები აზერბაიჯანის თანატოლთა გუნდს „დალგა არენაზე“ დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – ეს 66-ე წუთზე ზია აზიზოვმა მოახერხა. მაგრამ 79-ე წუთზე დავით მუჯირმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 83-ე წუთზე დავით სამურკასოვმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და საქართველოს გამარჯვება მოუტანა 1:2.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ნაკრებში თბილისის „შევადრენის“ შემტევმა ნახევარმცველმა ფარიდ ნაბიევმა ითამაშა.
მატჩის შემდეგ საქართველოს 20-წლამდელების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ კომენტარი გააკეთა.
„თანაბარი თამაში იყო, საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენ სრული შემადგენლობა არ გვყავდა, 4 ფეხბურთელი კი 2000 წელს დაბადებული გახლდათ“, – ამბობს მაისურაძე.
აზერბაიჯანის U-20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რაშიდ სადიხოვის თქმით, მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.
„სწრაფი და სანახაობრივი თამაში გამოდგა და ორივე გუნდმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. პატარა შეცდომების გამო მოგება ხელიდან გავუშვით. ეს არც გვსურდა და არც ვიმსახურებდით”,- განაცხადა სახიდოვმა.
აზერბაიჯანი U-20 – საქართველო U-20
გოლები: 1:0 აზიზოვი (66), 1: მუჯირი (79), 1:2 სამურკასოვი (83)
საქართველო: ქავთარაძე (76. ისიანი), ფურცელაძე, ყურაშავიშვილი, ტაბატაძე (61. ლეჟავა), გაბიტაშვილი (46. ჯინჯოლავა), სამურკასოვი, ფოჩხუა, ძებნიაური (46. დარცმელია), ბუღრიძე (61. სპანდერაშვილი), არველაძე, ერგემლიძე (72. მუჯირი).