საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

თბილისში დაბრუნდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომელიც არგენტინაში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო გუნდების ათეულში მოხვდა.

უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ ამ შედეგს ზედიზედ მეოთხედ მიაღწიეს და ზედიზედ მეხუთედ მოიპოვეს მსოფლიოს ელიტურ 12-ეულში ადგილი. ამით უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთივე რეკორდი გააუმჯობესეს.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად იმსაჯა ქართველმა არბიტრმა, 24 წლის ნიკა ამაშუკელმა.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრების გამოსვლას ნორმალურად შევაფასებდი, რადგან ათეულში ადგილი შევინარჩუნეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ მეტიც შეგვეძლო. ჩვენთვის პრინციპული იყო ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა იტალიასთან, რომელიც ანგარიშით 17:29 დავთმეთ. სამწუხაროდ, ამაზე გავლენა მრავალმა ფაქტორმა მოახდინა, მათ შორის თბილისში მიმდინარე მოვლენებმა – ცხადია, ყველა ვნერვიულობდით და მომხდარს განვიცდიდით. მაგრამ ვიშრომებთ, რომ შედეგები გავაუმჯობესოთ – ქართულ რაგბის ამის პოტენციალი აქვს“, – ამბობს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე.