საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ინგლისთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართელოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ინგლისელ თანატოლებთან ტესტმატჩი გამართა და 7:31 დამარცხდა.
შეხვერდრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა, მათ პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს – 19:0.
მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს, თავი ლუკა სულუაშვილმა გამოიჩინა და საბოლოოდ უმცროსი „ბორჯღალოსნები“ დამარცხდნენ.
საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების მეორე შეხვედრა 12 ივნისს კვლავ „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. ქართველი მორაგბეები პირველ თამაშს 29 ივნისს, „ეთლონ სთედიუმზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ თბილისის დროით 18:30 საათზე გამართავენ, 4 ივლისს შარშანდელ ფინალისტ ირლანდიას 16:00 საათზე „დენი ქრეივენზე“ ეთამაშებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 9 ივლისს, 18:30 საათზე ასევე „დენი ქრეივენზე“ იტალიასთან მატჩით დაასრულებენ.