საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს 20-წლამდე მორაგებთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ტესტმატჩი ჩაატარა საფრანგეთის ნაკრებთან და 17:26 დამარცხდა.
ქართველმა მორაგბეებმა მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს სამი ლელო დაუდეს, თავი ცხადაძემ, დვალმა და ჭაავამ გამოიჩინეს.
უმცროსი „ბორჯღალოსნები“ თბილისში კიდევ ორ მატჩს გამართავენ – საქართველოს ნაკრები 7 და 12 ივნისს „ავჭალის“ სტადიონზე ინგლისის ნაკრებს ეთამაშება.
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. საქართელოს ნაკრები B ჯგუფში ირლანდიასთან, ავსტრალიასა და იტალიასთან ერთად ითამაშებს.
ირაკლი ტყემალაძის ფოტო (საქართველოს რაგბის კავშირი)