საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას უელსთან მატჩით იწყებს #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მეხუთე ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას.
9 ივლისს უმცროსი „ბორჯღალოსნები“ უელსის ნაკრებს შეხვდებიან, მეორე მატჩში ახალი ზელანდია ავსტრალიას ეთამაშება. წყვილებში გამარჯვებულები 14 ივლისს მეხუთე ადგილისთვის იასპარეზებენ.
მე-5 ადგილისთვის:
საქართველო-უელსი
ახალი ზელანდია-ავსტრალია
მე-9 ადგილისთვის:
იტალია-ფიჯი
არგენტინა-იაპონია