საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ფრანგ თანატოლებთან 22-27 დამარცხდა
ტესტ-მატჩის პირველი ტაიმი ფრანგების გამარჯვებით, 8:10 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში ილია მაისურაძის გუნდმა გახსნა. საჯარიმო დარტყმა რევაზ ხარაზიშვილმა ზუსტად შეასრულა. მატჩის პირველ ნახევარში ფრანგებმა 2 ლელო დადეს და ვერცერთი გარდასხვა ზუსტად ვერ შეასრულეს. ტაიმის მიწურულს კი დავით გობეჯიშვილის გარღვევა ლაშა ლომიძემ ლელოთი დაასრულა. ხარაზიშილის დარტყმული გარდასახვა კი არაზუსტი აღმოჩნდა.
შეხვედრის განახლებიდან 5 წუთში ფრანგებმა კიდევ ერთი ლელო გაიტანეს და ანგარიში 8:15 გახდა. მატჩის 55-ე წუთზე ანგარიშის გათანაბრდა. ლელო გიგი ლეშკაშელმა დადო, გარდასახვა კი გიორგი მიქანაძემ შეასრულა. დარჩენილ დროში ფრანგებმა კიდევ ორი ლელოს გატანა მოახერხეს. შეხვედრის მიწურულს კი მოედანზე კაცნაკლულად დარჩენილმა ილია მაისურაძის ნაკრებმა ანგარიშის სხვაობის შემცირება მაინც შეძლო. ლელო ოთარ ლაშხის ანგარიშზეა, გარდასახვა კი ზუსტად გიორგი მიქანაძემ შეასრულა და მატჩი 22:27 ფრანგების გამარჯვებით დასრულდა. საქართვეოს მორაგბეთა 20 წლამდე ნაკრები ფრანგ თანატოლებთან მეორე ტესტს შეხვედრას ავჭალის სტადიონზე 10 მარტს 14 საათზე გამართავს.