საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია - ასეთი წარწერიანი მაისურით წაიყვანს გიორგი ზურაბიშვილი მუნდიალის ფინალს
პირველი არხის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი და კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას მოსკოვიდან, „ლუჟნიკი“-ს სტადიონიდან წაიყვანს. მის მაისურზე კი შემდეგი წარწერაა – „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.“
გიორგი ზურაბიშვილმა ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ოკუპანტ ქვეყანაში იმართება. ფინალიც მოსკოვშია და ეს დიდად სასიამოვნო არ არის, მაგრამ რას ვიზამთ. ანა ბოჭოიძის ძალიან კარგი დიზაინი დავპრინტე მაისურზე, ჩავიცვი და ასე ვაფიქსირებ ჩემს სამოქალაქო პოზიციას“,- წერს ზურაბიშვილი.
ქართველი კომენტატორის მაისურზე საფეხბურთო მოედანია ასახული, რომელზეც ცენტრი დარღვეულია, ხოლო ხაზის ნაცვლად მავთულხლართებია. დიზაინი ანა ბოჭოიძეს ეკუთვნის, იდეის ავტორი კი მურთაზ ფურცხვანიძეა.
ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
შიგ ლუჟნიკებზე 🙂 დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი…
Posted by Giorgi Zurabishvili on კვირა, 15 ივლისი, 2018