საქართველოს 19-წლამდელთა წყალბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს
ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ბულგარეთში გაიმართა, სადაც გალაკტიონ ლაითაძის გუნდმა ა ჯგუფში იასპარეზა. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი გერმანიას 6:5 მოუგო, გათამაშების მეორე ტურში ჰოლანდიასთან ფრედ 7:7 ითამაშა, ხოლო მასპინძელი ბულგარეთი 15:4 დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ჯგუფიდან საქართველო ჰოლანდიასთან ერთად გავიდა. ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო გუნდები 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ბელარუსში შეიკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 19-წლამდელთა წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მეშვიდედ მოიპოვა.