საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი კვიპროსთან მოგებით დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი კვიპროსთან გამართა და 2:0 მოიგო.


კვიპროსი – საქართველო 0:2


გოლები: 0:1 ბერელიძე (23. ცეცხლაძის პასით). 0:2 ლორთქიფანიძე (80. სამუშიას პასით)

საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი, ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე (78. ნინიძე), ფეიქრიშვილი (72. გეგუჩაძე), ლორთქიფანიძე, ბერელიძე, შეროზია (79. გოგსაძე), ბასილაძე (64. სამუშია).

 

„მიხეილ მესხი 2“-ზე გამართულ დაპირისპირებაში ვასილ მაისურაძის გუნდს კვიპროსელებმა თავიდან წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა 24-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შესანიშნავ კომბინაციას მეტოქემ ვერაფერი მოუხერხა.

შეტევა დაჩი ლორთქიფანიძემ შესანიშნავად განავითარა – „კრემონეზეს“ დუბლების კაპიტანმა მოედნის ცენტრიდან მარჯვენა ფლანგზე ნიკა ცეცეხლაძე შენიშნა, რომელიც საჯარიმოში სწრაფად შეიჭრა, მისი გადაცემით კი ანგარიში ცოტნე ბერელიძემ გახსნა.

მეორე ტაიმიც ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და მე-80 წუთზე კიდევ ერთი გოლი გავიდა – მარჯვენა ფლანგზე ქართველმა ჭაბუკებმა ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, სამუშიამ ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც ყველას დაჩი ლორთქიფანიძემ დაასწრო და თავით ლამაზი გოლი გაიტანა.

დარჩენილ დროში ქართველ ფეხბურთელებს კიდევ შეეძლოთ გატანა, ერთ ეპიზოდში კვიპროსელმა მცველმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოტანა და საბოლოოდ შეხვედრა საქართველომ 2:0 მოიგო.

თბილისში მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები 18 და 21 ნოემბერს მოლდოვის და ესაპენთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება.

18 ნოემბერი, „მიხეილ მესხი 2“.

15:00 | საქართველო – მოლდოვა

18 ნოემბერი, „მესხი არენა“.

17:00 | ესპანეთი V კვიპროსი

21 ნოემბერი, „მესხი 2“.

15:00 | საქართველო – ესპანეთი

21 ნოემბერი, „მესხი არენა“. 

17:00 | მოლდოვა – კვიპროსი