საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთს დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სლოვაკეთს დაუზავდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სლოვაკთში თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 2:2 დაასრულა.

ჩვენმა გუნდმა ანგარიში პირველივე ტაიმში გახსნა. 32-ე წუთზე საბა გეგუჩაძემ შეტევა საბა სამუშიას გაუგრძელა, „დინამო თბილისის“ თავდამსხმელმა კი სლოვაკების კარი აიღო და ჩვენმა 19-წლამდელებმა შესვენებამდე უპირატესობა მოიპოვეს.

მეორე ტაიმში ვახტანგ სალიამ ანგარიში ორამდე გაზარდა. მან ეს 66-ე წუთზე გიორგი გოგსაძის გადაცემით მოახერხა. თუმცა ჩვენმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა – სლოვაკებმა 71-ე წუთზე მიხალ პეკელსკის გოლით სხვაობა შეამცირეს, ხოლო ორ წუთში ოლივერ კუბკამ წონასწორობა აღადგინა.

90-ე წუთზე ვახტანგ სალიას დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულს მცველი გადაეფარა და მასპინძლები მარცხისგან იხსნა.

საქართველო სლოვაკეთს კიდევ ერთხელ 8 სექტემბერს დაუპირისპირდება.

 

U19-ის შემადგენლობა

მეკარეები: მათე საური (რიუ ავე), სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხელაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ვლადიმერ გენგედალი (კრისტიანსუნდი, ნორვეგია).

მცველები: გიორგი ნიკოლაიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა შაშიაშვილი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გიორგი მეფარიშვილი (დინამო თბილისი), რატი გრიგალავა (კოლხეთი ფოთი 1913).

ნახევარმცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (იბერია 1999), საბა გეგუჩაძე (იბერია 1999), ლუკა ბუბუტეიშვილი (დინამო თბილისი), ბექა ბურდიაშვილი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ტკალია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ალექსანდრე ფეიქრიშვილი (დინამო კიევი, უკრაინა).

თავდამსხმელები: ვახტანგ სალია (დინამო თბილისი), საბა სამუშია (დინამო თბილისი), თემურ ოდიკაძე (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია).

8 სექტემბერი, 14:00

U19. სლოვაკეთი V საქართველო