საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მეორე მარცხი B დივიზიონში - ჩვენმა გუნდმა უნგრეთთან წააგო #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მეორე მარცხი B დივიზიონში - ჩვენმა გუნდმა უნგრეთთან წააგო #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობას აგრძელებს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩვენმა გუნდმა უნგრეთთან მატჩი 80:91 წააგო.

ქართველებიდან მოედანზე საუკეთესო ავთანდილ ბახტაძე იყო, მან 19 ქულა დააგროვა და თამაშიდან 11 დან 8 ტყორცნა გამოიყენა. 18 ქულა ჰქონდა გეგა წულაიას, ხოლო მატჩი 12 ქულით დაასრულა ანრი ბელთაძემ.

ირაკლი ძიძიგურის გუნდმა უნგრეთს მეორე და მესამე მეოთხედი მოუგო, თუმცა მეტოქემ შეხვედრაში გადამწყვეტი უპირატესობა პირველ და მეოთხე მეოთხედში მოიპოვა.

ექვსგუნდიან ჯგუფში საქართველოს ნაკრებს უკვე ორი წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას ნაკრები ხვალ, 23 ივლისს ალბანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ჯგუფიდან გასასვლელად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაა საჭირო.