საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა და B დივიზიონი მე-19 ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში გამოსვლა დაასრულა. მე-19 ადგილისთვის გამართულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა ირლანდია 93:81 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტაიმი ორი ქულის სხვაობით წააგო. მატჩის მესამე მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა და ირაკლი ძიძიგურის გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ირლანდიასთან მხოლოდ შეხვედრის უკანასკნელ მეოთხედში მოახერხა, როცა მეტოქეს 14 ქულით გაექცა.
ჩვენი გუნდის შემადგენლობაში მოედანზე საუკეთესო 24 ქულით ნიკოლოზ აბულაძე იყო. მატჩი 19 ქულით დაასრულა ანრი ბელთაძემ, ხოლო ლუკა ალავიძემ და გეგა წულაიამ ნაკრებს 9-9 ქულა შესძინეს.