საქართველოს 18-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ალბანეთი 57-ქულიანი სხვაობით დაამარცხა #1TVSPORT
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის B დივიზიონში მესამე შეხვედრა გამართა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა და ალბანეთი 57 ქულით, 107:50 დაამარცხა.
ირაკლი ძიძიგურის გუნდმა შეხვედრის პირველი ტაიმი 61:27 მოიგო. ალბანეთმა ქართველებს წინააღმდეგობა ვერც მეორე ტაიმში გაუწია. საქართველოს ნაკრებმა მესამე მეოთხედი – 24:11, ხოლო მეოთხე მეოთხედი 22:12 მოიგო.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ამირან აროშიძე იყო 20 ქულით, 16 ქულა ჰქონდა გეგა წულაიას, 15 – ალექსანდრე დაუშვილს, ხოლო 14 ქულით თავი თენგო გოგიშვილმა გამოიჩინა.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი ორი მატჩი წააგო. საქართველო ჯერ სლოვაკეთმა დაამარცხა (77:55), ხოლო შემდეგ – უნგრეთმა (91:80).
B დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე ძიძიგურის გუნდი მომდევნო მატჩს 25 ივლისს მონტენეგროსთან ჩაატარებს.