საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინაში დაწყებულ ვიქტორ ბანიკოვის ტურნირის პირველი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ბორისპოლის სტადიონზე გამართული მატჩი გიორგი ჩიტაურის გუნდმა კარგად დაიწყო და 29-ე წუთზე ანგარიში გახსნა – საქართველოს ნაკრები ლუკა პარკაძემ დააწინაურა. მაგრამ 65-ე წუთზე კაიარმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე აკარმა თურქებს გამარჯვება მოუტანა – 2:1.
ჯგუფის მეორე მატჩში სლოვაკეთმა და უზბეკეთმა ფრედ 2:2 ითამაშეს. ჩვენი 17-წლამდე ნაკრები ხვალ, 27 აგვისტოს უზბეკეთს შეხვდება, ხოლო თურქეთი – სლოვაკეთს.
საქართველო U17 – თურქეთი U17 1:2
გოლები: 1:0 პარკაძე (29), კაიარი 1:1 (65), 1:2 აკარი (74)
26.08.2021. ბორისპოლის სტადიონი
საქართველო: სოსო კოპალიანი, გელა სადღობელაშვილი, საბა ხარჩილავა, ალექსანდრე ნარიმანიძე, გიორგი ტაბატაძე, გაბრიელ სიგუა, ნიკოლოზ ნინიძე (60. ალეკო ბასილაძე), გიორგი ფარცვანია (60. გიორგი პარკინაშვილი), ლუკა ფარკაძე (77. გივი ხაჩიძე)