საქართველოს 17-წლამდელები ევროჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ
საქართველოს 17-წლამდელები ევროჩემპიონატზე ვერ ითამაშებენ

საქართველოს 17-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ელიტ რაუნდის მე-7 ჯგუფში თამაშების დასრულების შემდეგ დადასტურდა.

17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართება, სადაც 8 ჯგუფიდან 15 გუნდი მოხვდა – მასპინძელი ინგლისი, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი.

მე-7 ჯგუფში თამაშები დღეს დასრულდა. სლოვენიამ რუმინეთი 2:1 დაამარცხა და 7 ქულით ჯგუფში პირველზე გავიდა, ხოლო ისრაელმა უნგრეთს 1:0 სძლია და 6 ქულით ევროფორუმზე თამაშის უფლება მოიპოვა.

გიორგი ნემსაძის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძელ პოლონეთთან 2:2 ითამაშა, ჯგუფის გამარჯვებულ ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა, ხოლო ბოლოს მაკედონიასთან დამაჯერებლად მოიგო (6:1). პოლონეთის მსგავსად, ჩვენმა გუნდმა 4 ქულა დააგროვა, მაგრამ მასპინძლებს ბურთების სხვაობით აჯობა და ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა. საწუხაროდ, ჯგუფის ბოლოადგილოსანთან ქულა არ ითვლებოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო 8 ჯგუფში უარესი მე-8 ადგილოსანი აღმოჩნდა.

საქართველომ ორი მნიშვნელოვანი შედეგი გააუმჯობესა. კერძოდ, ეს პირველი ასაკობრივი ნაკრებია, რომელმაც ელიტ-რაუნდში რვა გოლის გატანა მოახერხა, ხოლო გუნდის კაპიტანი ზუკა დავითაშვილი ექვსი გოლით მთლიანად ელიტ-რაუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და პირველი ქართველია, რომელმაც ამდენი გაიტანა.