საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა

ესპანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა.

გიორგი ჩიტაურის გუნდი ხორვატიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე. 3:2 დაამარცხა. საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობიდან სამივე გოლი „საბურთალოს” ფეხბურთელებმა გაიტანეს: გიორგი გვიშიანმა დუბლი შეასრულა, ერთიც გიზო მამაგეიშვილმა გაიტანა.

ხორვატია 2:3 საქართველო
გოლები: გვიშიანი (2), გ. მამაგეიშვილი.

საქართველო U17: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, სიჭინავა (დუნდუა), აბუაშვილი (ზოსიაშვილი), გ. მამაგეიშვილი (უგრეხელიძე), სალუქვაძე.

სატადარიგოები: შურღაია, აბჟანდაძე, უბილავა, იობაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ესპანეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირის დასკვნით შეხვედრას 10 თებერვლს ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.