საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ელიტ-რაუნდშია
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ელიტ-რაუნდშია

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევრო 2019-ის ელიტ-რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. ჩვენი გუნდი საკვალიფიკაციო რაუნდის ბოლო შეხვედრაში 23 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა მეტოქე. ქართველმა გოგონებმა ორივე გოლი პირველ ნახევარში გაიტანეს, მე-8 წუთზე ანგარიში ნათელა წოწერიამ გახსნა, მე-17-ზე კი, მეტოქის კარი ნათია დანელიამ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოპოვებული გამარჯვებით საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა, ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და საუკეთესო მესამე ადგილოსნის სტატუსით ელიტ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

2019 წლის 17-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მონაწილეობას 28 გუნდი მიიღებს, რომლებიც შვიდ ჯგუფში გადანაწილდებიან. ელიტ-რაუნდის წილისყრა მიმდინარე წლის 23 ნოემბერს გაიმართება, შეხვედრები კი, 2019 წლის გაზაფხულზე. ჯგუფების გამარჯვებული, შვიდი საუკეთესო გუნდი კონტინენტის პირველობის მასპინძელ ბულგარეთს შეუერთდება და 2019 წლის 5-17 მაისს ევროპის უძლიერეს გუნდს გამოავლენს.

საქართველო 2:0 ლატვია

სპორტპარკ ზეგერსლოოტი, ალპენ ან დენ რინი

საქართველო: გაბელაია, ქადაგიშვილი, გურიელიძე, რაუხი, დანელია, ეჯიბია, ბებია (46′ აკობიძე), მწყერაშვილი (90+1′ ცაავა), ბოლქვაძე, წულაია, წოწერია (85′ გოცირიძე)

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, გოროზია, თავართქილაძე, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

გაფრთხილება: 11′ ოსინინა, 26′ ტრეიმანე, 34′ წულაია, 44′ როჟაშჩენოკა, 84′ ვიტმორე, 86′ დანელია

გოლები: 1:0 წოწერია (8), 2:0 დანელია (17)

წყარო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია