საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის თანატოლთა გუნდთან საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გამართა და 1:0 დაამარცხა.
რუსთავის ტექნიკური ცენტრის მოედანზე გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მეორე ტაიმის დასაწყისში დაწინაურდა.
52-ე წუთზე საგოლე შეტევა „დინამო თბილისის“ ნახევარმცველებმა განავითარეს. ვახტანგ სალიას ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების კარი რეზი დანელიამ აიღო. გუნდების განმეორებით ამხანაგურ მატჩს, 2 მარტს ისევ რუსთავი უმასპინძლებს.
გიორგი ჩიტაურის ფორმაციის გუნდმა, ბოლო მატჩები გასული წლის ოქტომბერში, თბილისში, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ორივე (3:0, 1:0) შეხვედრაში დაამარცხა
ეს ასაკობრივი გუნდი, კვიპროსში გასამართი ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის, საკვალიფიკაციო რაუნდში შემოდგომაზე იბრძოლებს და დანიას, ავსტრიასა და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩებს 11-დან, 17 ოქტომბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.