საქართველომ ოლიმპიადაზე უფრო მეტი ოქროს მედალი მოიპოვა, ვიდრე ეს, ჯამში, ინდოეთმა, პაკისტანმა, მექსიკამ, ეგვიპტემ და თურქეთმა მოახერხეს #1TVSPORT
პარიზში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ სამი ოქროს მედალი მოიპოვა. ეს კი უფრო მეტია, ვიდრე არაერთი უზარმაზარი სახელმწიფოს მონაგარი, რომელთა მოსახლეობის საერთო რაოდენობა თითქმის ორ მილიარდ ადამიანს აღწევს.
ინდოეთი – მოსახლეობა (+1,428 მილიონი), ოქროს მედალი მედალი (0)
პაკისტანი – მოსახლეობა (+241 მილიონი), ოქროს მედალი (1)
მექსიკა – მოსახლეობა (+129 მილიონი), მედალი (0)
ეგვიპტე – მოსახლეობა (+107 მილიონი), ოქროს მედალი (1)
თურქეთი – მოსახლეობა (+85 მილიონი), ოქროს მედალი (0)
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)
ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)
თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)
კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)