ჩრდილოეთ მაკედონია – საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კვარაცხელია (74), 1:1 ალიოსკი (90+3. პ)
14.10.2020. სკოპიე. „ტოდორ პროესკი არენა“
ჩრდილოეთ მაკედონია: დიმიტრიევსკი – ზაიკოვი, დ. ველკოსკი, რისტოვსკი – რისტევსკი (80. სტოიანოვსკი), ნიკოლოვი (88. ტოტრე), კოსტადინოვი (89. მიცევსკი), ალიოსკი – პანდევი, ტრიჩკოვსკი(80. კ. ველკოსკი), ნესტეროვსკი (69. შიშკოვსკი)
მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი
სათადარიგოები: ბორზინოვსკი, კიტანოვსკი, ტრაიკოვსკი, დორიევი, სპიროვსკი
საქართველო: ლორია- ჯიღაური, კვერკველია, ტაბიძე, დვალი (90. ნავალოვსკი), – დაუშვილი (69. კვარაცხელია), კვეკვესკირი – კიტეიშვილი (7. ლობჟანიძე), ყაზაიშვილი (90. კობახიძე), გვილია – ქვილითაია (69. კაჭარავა)
სათადარიგოები: კუპატაძე, მალი, ლობჯანიძე, გრიგალავა, შენგელია
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მთავარი არბიტრი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი)
გაფრთხილებები: ქვილითაია (51), დაუშვილი (66), ალიოსკი (85)
გაძევება: დიმიტრიევსკი (68)
ერთა ლიგის ც2 ჯგუფის მეოთხე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულ ნაკრები სკოპიეს „ტოდორ პროესკი არენაზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვების შანსი ბოლო წუთზე ხელიდან გაუშვა.
საქართველოს ნაკრები ექვსი მოთამაშის გარეშეც დარჩა. ვლადიმირ ვაისის შემადგენლობაში არ იყო გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც კუნთის ტრავმას უჩივის და სლოვაკ მთავარ მწვრთნელს არ სურდა, ევრო2020-ის პლეი ოფის ფინალამდე მისი ჯანმრთელობით გაერისკა.
ოქრიაშვილის გარდა, გუნდში არ იყვნენ გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, გიორგი აბურჯანია და გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა. ამას გარდა, ვლადიმირ ვაისმა ძირითადში არ დააყენა ჩვენი ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. საერთოდ, ოპტიმალური შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავდა.
ჩრდილოეთმაკედონიელთა მწვრთნელმა, იგორ ანგელოვსკიმ კი საქართველოს წინააღმდეგ შემტევი შემადგენლობის დაყენება გადაწყვიტა – მასპინძლები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საუკეთესო თავდამსხმელებით დაუპირისპირდნენ – წინ სამი თავდამსხმელი იყო, გორან პანდევი, ილია ნესტოროვსკი და ივან ტრიჩკოვსკი. მათ უკან ნახევარდაცვაში კი მოქმედებდნენ სტეფან რისტოვსკი, ბობან ნიკოლოვი, ტიხომირ კოსტადინოვი და ეზგიან ალიოსკი.
შეხვედრა ჩვენმა გუნდმა კარგად კი დაიწყო, მაგრამ უკვე მე-5 წუთზე ვლადიმერ ვაისი იძულებული გახდა, შეცვალა განეხორციელებინა – მასპინძელთა მოთამაშემ ოთარ კიტეიშვილი დააზიანა და მის ნაცვლად მოედანზე საბა ლობჟანიძე გამოვიდა. ვაკო ყაზაიშვილის მშვენიერი გადაცემის შემდეგ, მას ანგარიშის გახსნის პირველი რეალური შანსი 28-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ კარის წინ მყოფმა ვერ ისარგებლა და ბურთი კარში ვერ გააგზავნა.
ტაიმი საკმაოდ მძიმე საყურებელი გამოდგა და ბევრი საგოლე მომენტები არ შექმნილა. მასპინძლებმა პირველი ხიფათი ჩვენს კართან 42-ე წუთზე საჯარიმოს შესრულების შემდეგ შექმნეს, როდესაც კარში თავით გორან პანდევმა დაარტყა და მიზანს ააცილა.
მეორე ტაიმში ტემპმა და დაძაბულობამ ოდნავ იმატა. 49-ე წუთზე სახიფათო მომენტი საბა ლობჯანიძემ კარგი ფლანგური გარღვევის შემდეგ შეიქმნა, როდესაც მურთაზ დაუშვილმა ძლიერად გაისროლა – მეკარე სტოლე დიმიტრიევსკიმ ბურთი დაამიწა და გუნდი გადაარჩინა.
54-ე წუთზე კი საქართველოს ნაკრები გიორგი ლორიამ გადაარჩინა, როდესაც საკმაოდ შორი მანძილიდან ბობან ნიკოლოვმა ძალიან ძლიერად გაისროლა.
57-ე წუთზე ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსი ვაკო გვილიას ჰქონდა და შესაძლებლობით ვერც მან ისარგებლა – საჯარიმოს ხაზიდან ქართველი ნახევარმცველის დარტყმული ბურთი კარს დიდი მანძილით ასცდა.
68-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 მოთამაშით დარჩნენ – ნიკა კვეკვეკირის გადაცემის შემდეგ კარის წინ საბა ლობჯანიძე რჩებოდა, კარიდან მეკარე სტოლე დიმიტრიევსკი გამოვარდა და საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა ბარტოშ ფრანკოვსკიმ წითელი ბარათი აჩვენა და მოედნიდან გააძევა.
ამას ტაქტიკური ცვლილებები მოჰყვა – მასპინძელთა მწვრთნელმა მეკარე შიშკოვსკი თავდამსხმელის, ილია ნესტეროვსკსი ნაცვლად შეუშვა, ხოლო ვალდიმერ ვაისმა თავდასხმა გააძლიერა და მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია და ნიკა კაჭარავა შეუშვა.
კაჭარავას 73-ე წუთზე ბურთთან პირველივე შეხებით ჩვენი გუნდის დაწინაურება შეეძლო, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.სამაგიეროდ, ბურთთან პირველივე შეხების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა – 19 წლის თავდამსხმელი ორ მცველს შორის გაძვრა და შორეულ კუთხეში ულამაზესი გოლი გაიტანა 0:1.
88-ე წუთზე საქართველოს ნაკრების სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება კაჭარავას კიდევ ერთხელ შეეძლო, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა და შანსი გაანიავა. ეს საბედისწერო შეცდომა იყო, რაც მალე გამოჩნდა.
10-კაციანმა ჩრდილოეთ მაკედონიამ ბოლო წუთებზე საქართველოს ნაკრებს შეუტია და მიზანს მიაღწია. ბოლო წუთებზე მასპინძლების სასარგებლოდ პოლონელმა არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც ეგზიან ალიოსკიმ გოლად აქცია და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.
საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა. ჯგუფის მეორე შეხვედრა ტალინში ესტონეთსა და სომხეთს შორისაც 1:1 დასრულდა. 4 ტურის შემდეგ 6-6 ქულით ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ლიდერობენ, სომხეთი 5 ქულით მესამეზეა, ხოლო 2 ქულით ბოლოზე ესტონეთია.