ერთა ლიგის C2 ჯგუფში პირველი ტურში ესტონეთისა და საქართველოს შეხვედრის პირველი ტაიმი „ჯვაროსნების“ გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრებს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა და ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაც ვიხილეთ. დიდი ხნის შესვენების შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ნიკა კაჭარავა. მაგრამ „ლე კოქ არენაზე“ ბევრი ლიდერი ვერ გავიდა – ამერიკიდან ვერ ჩამოვიდნენ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია, ტრავმის გამო დაგვაკლდნენ ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, გიორგი ნავალოვსკი და ვაკო გვილია, ხოლო კორონავირუსმა გუნდს გრაცის „შტურმის“ ლიდერი ოთარ კიტეიშვილი ჩამოაშორა.
საქართველოს ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო, ბურთის გაკონტროლება მოახერხა და მე-4 წუთზე მეტოქის უხეში შეცდომის შემდეგ პირველი რეალური მომენტი შექმნეს – გიორგი ჩაკვეტაძემ დარტყმას თორნიკე ოქრიაშვილზე პასი ამჯობინა, მას ბურთი კარის წინ დაუგდო, მაგრამ „ანორთოსისის“ შემტევის დარტყმისას ბურთი ცარიელი კარიდან იონას ტამმა გამოიტანა და ესტონეთი გადაარჩინა.
მე-11 წუთზე ჩვენებმა ორჯერ შეუტიეს – ჯაბა კანკავასა და ნიკა კაჭარავას დარტყმებს მცველები გადაეღობნენ და ვითარება განმუხტეს. 24-ე წუთზე კი კვარაცხელიას წამოწყებულ და ოქრიაშვილის გაგრძელებულ შეტევას გიორგი ჩაკვეტაძე აგვირგვინებდა და კარს ოდნავ ააცილა.
საქართველოს ნაკრების შეტევებმა შედეგი მაინც მოიტანა – 32-ე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიას ფლანგური გადაცემის შემდეგ ნიკა კაჭარავამ თავით ზუსტად და ეფექტუარდ დაარტყა და ანგარიშის გახსნით ქართველი გულშემატკივრები ძალიან გაახარა 1:0.
05.09. 2020. ტალინი. სტადიონი „ ალე კოკ არენა“. ერთა ლიგის გათამაშება. C2 ჯგუფი
ესტონეთი – საქართველო 0:1
გოლები: 0:1 კაჭარავა (32. კვარაცხელიას პასით)
ესტონეთი: ჰეინე – ტენისტე, მეეტსი, ტამი, იარველაიდი – ოიამაა, ტუნიოვი, ვასილიევი, კრეიდა, კაიატი – ზენიოვი
მთავარი მწვრთნელი: კაარელ ვოოლაიდი
საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კვირკველია, ხოჭოლავა – კაკაბაძე, კვეკვესკირი, კანკავა, ჯიღაური – კვარაცხელია, კაჭარავა, ჩაკვეტაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მთავარი არბიტრი: დონატას რუმშასი (ლიეტუვა)
გაფრთხილება: ზენიოვი (29)