საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა „ერთა ლიგაზე“ ქულები პირველად დაკარგა და გასვლაზე ანდორა ვერ დაამარცხა.
პირველი გოლი მეცხრე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და საქართველო დააწინაურა. ამის შემდეგ „ჯვაროსნებიდან“ დაწინაურების რეალური შანსი ბაჩანა არაბულს ჰქონდა, მაგრამ ეპიზოდით ვერ ისარგებლა. ანდორელებმა კი თავისი შესაძლებლობა გამოიყენეს.
63-ე წუთზე დანიშნული საჯარიმო კრისტიან მარტინესმა უნაკლოდ შეასრულა, მეკარე გიორგი ლორიას გაუტანა და საქართველოს ნაკრების კარი „ერთა ლიგაზე“ პირველად აიღო. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე პირველი ქულა აუტსაიდერთან დაკარგა – 1:1.
ხუთი ტურის შემდეგ საქართველო 13 ქულით პირველ ადგილზეა, ყაზახეთი 6 ქულით მეორეზეა, ხოლო ანდორა და ლატვია 3-3 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებს იყოფენ.
„ერთა ლიგის“ ბოლო, მეექვსე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს, თბილისში, ყაზახეთთან გამართავს.