საქართველომ და ნიდერლანდებმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT
საქართველომ და ნიდერლანდებმა ძირითადი შემადგენლობა დაასახელეს #1TVSPORT

დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე ნიდერლანდების ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამწვრთნელო შტაბებმა სასტარტო შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები დაასახელეს:

ნიდერლანდები: (5-3-2): სტეკელებურგი, დუმფრისი, ტიმბერი, დე ვრეი, ბლინდი, ვეინდალი, დე რუნი, ვეინალდუმი, დე იონგი, ვერგოსტი, დეპაი

მთავარი მწვრთნელი – ფრანკ დე ბური

საქართველო: (4-2-3-1): ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, კაშია, დვალი, გიორბელიძე, აბურჯანია, გვილია, ლობჟანიძე, კიტეიშვილი, ზივზივაძე

მთავარი მწვრთნელი – ვილი სანიოლი

საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა თავდასხმაში გიორგი მიქაუტაძის ნაცვალდ ბუდუ ზივზივაძე დააყენა და სამი ცენტრალური მცველით ითამაშებს.

ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ. მატჩი ენსხედეში, „ტვენტეს” სტადიონზე, თბილისის დროით 19:50 საათზე დაიწყება.