საქართველომ ანდორასთან ტაიმი მოიგო
საქართველომ ანდორასთან ტაიმი მოიგო

საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან გასვლითი შეხვედრის პირველი ტაიმი მოიგო 1:0.

ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის პირველი ჯგუფის შეხვედრაში ანდორასთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ანგარიში მეცხრე წუთზე გახსნა – მეტოქის კარი „გენტის“ შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ აიღო. 19 წლის ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძის ფლანგური გადაცემა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა.

შესვენებამდე საქართველოს ნაკრებს სხვაობის გაზრდის შანსი ჰქონდა, მაგრამ ბაჩანა არაბულმა თავისი შესაძლებლობით ვერ ისარგებლა და ტაიმი 1:0 დასრულდა.