საქართველო-ყაზახეთის შეხვედრაზე ბილეთის ფასი ერთი ლარი იქნება | ერთა ლიგა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს მადლობას უხდის და „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე შემდეგ განცხადებას აქვეყნებს –
მადლობა გულშემატკივრობისთვის!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, წლის ბოლო ოფიციალური მატჩის – საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ყველა ბილეთი, სიმბოლურად, მხოლოდ 1 ლარი ეღირება. აღნიშნული აქციის მიზანია, მადლობა გადავუხადოთ ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამორჩეული ქომაგობისთვის. ჩვენი ნაკრების წარმატება უპირველესად ეკუთვნით გულშემატკივრებს, რომლებმაც განსაკუთრებული როლი ითამაშეს ჩვენი გუნდისთვის და ქართული ფეხბურთისათვის ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე.
წყარო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია