საქართველო XV პირველი ტაიმის შემდეგ ინგლისის საგრაფოებთან მარცხდება - 8:18
„აია არენაზე“ საქართველო xv-ისა და ინგლისის საგრაფოების სერიის პირველი მატჩის პირველი ნახევარი სტუმართა 10 ქულიანი უპირატესობით დასრულდა.
საწყის 40 წუთში სამი ლელო გავიდა. მატჩის დაწყებიდან ექვს წუთში ინგლისელებმა ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს. შეხვედრაში პირველი ლელო საქართველოს ნაკრებმა გაიტანა. მეტოქის ლელო მატჩის მე-13 წუთზე გურამ ქანდაურაშვილმა აიღო. გარდასახვა მამუკა ნინიძემ არაზუსტად შეასრულა და ანგარიში 5:6 დაფიქსირდა. მალევე ნინიძემ შეცდომა გამოასწორა და ქართველი უკანახაზელის ზუსტი საჯარიმო დარტყმით საქართველო XV დაწინაურდა ანგარიშით 8:6.
საგრაფოების გუნდმა საქართველოს 29-ე წუთზე ნიკ ჰენკინის ლელოთი უპასუხა. შეხვედრის პირველი ნახევარის დასრულებამდე კი სტუმართა გუნდმა კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც გრეგ ლაუნდიმ ზუსტად გარდასახა და სტუმრებმა პირველი ნახევარი ანგარიშით 18:8 მოიგეს.
შეხვედრის მეორე ტაიმი რამდენიმე წუთში დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.