საქართველო vs ანდორა | ბილეთების გაყიდვა დაიწყო - ტელერეპორტაჟი პირველ არხზე
საქართველო vs ანდორა | ბილეთების გაყიდვა დაიწყო - ტელერეპორტაჟი პირველ არხზე

13 და 16 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებს გამართავს.

პირველი მატჩი თბილისში შედგება და საქართველო ანდორას დაუპირისპირდება. მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სალაროებში ბილეთების გაყიდვა დაიწყო. გულშემატკივარს ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებითაც (www.tkt.ge/geovand) შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

13 ოქტომბერს საქართველო-ანდორას მატჩი 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლაციას კი პირველი არხი 19:50 – იდან ემოგთავაზებთ.