საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა 4 და 5 დეკემბერს უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მიმდინარე წლის ბოლო ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა.
პირველი მატჩი, რომელიც 4 დეკემბერს გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა 3-2 მოიგო, მეორე მატჩი კი ფრედ, 2-2 დასრულდა.
მე-6 წუთზე ანგარიში უნგრელთა რიჩარდ დევიდმა გახსნა. მე-13 წუთზე შოთა თოფურიას დარტყმის შემდეგ იოჟეფ ტატაიმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც გუშინაც თავის კარში ჩაჭრა. მე-16 წუთზე უნგრელები მეორედ იანუშ რაბლიმ დაააწინაურა. მე-20 წუთზე კი მურთაზ კაკაბაძის დარტმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ – ირაკლი თოდუას და კარში შევარდა.
მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი უფრო აქტიურობდა და რამდენიმე კაერგი მომენტიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა.