სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ უეფა-ს 42-ე კონგრესზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს – ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ქვეყნებს დაფინანსება გაეზრდებათ.
უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, 2020-2024 წლებში, ორგანიზაციის 55-ივე წევრ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ფეხბურთის განვითარებისთვის “ჰეთ-თრიქის” პროგრამით 775,5 მილიონი ევრო დაერიცხება, ანუ თითოეულს – 14,1 მილიონი ევრო.
ეს გრანტია და ოთხ წელიწადში კონკრეტული მიმართულებით უნდა დაიხარჯოს – ევროპის ასოციაციების სპორტული და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. 2004 წლიდან, ანუ “ჰეთ-თრიქის” პროექტის ამოქმედებიდან, ევროპულ ფეხბურთში ამ მიზნით 1.8 მილიარდ ევროს ინვესტიცია განხორციელდა.
ცნობისთვის, 2016-2020 წლების ბიუჯეტით, უეფა-მ ამ პროგრამით 600 მილიონი დახარჯა.