თბილისის „იბერიამ“ კონფერენს ლიგაზე გამოსვლა დაასრულა და ამით ქართული კლუბების ევროსეზონი დასრულდა. უკვე ცნობილია, რომ უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველო 55 ქვეყანას შორის 49-ე ადგილზე დარჩა.
ოთხმა ქართულმა კლუბმა (ბათუმის „დინამო“, „დინამო თბილისი“, ქუთაისის „ტორპედო“, „იბერია“) უეფა-ს საკლუბო რეიტინგში, ჯამში, სულ რაღაც 1,250 ქულა დააგროვა. ნებისმიერ ტურნირზე მოგებაზე 0,250 ქულა იწერება, ფრეზე – 0,125, ხოლო წაგებაზე – არაფერი.
ბათუმის „დინამომ“, ქუთაისის „ტორპედომ“ და „იბერიამ“ საქართველოს თანაბარი ქულები მოუპოვეს – 0,375. სამივემ ევროთასებზე ერთი მატჩი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ორი წააგო. „დინამო თბილისმა“ კი ერთი ფრედ ითამაშა, ერთიც წააგო და საერთო ანგარიშს მხოლოდ 0,125 ქულა შემატა.
უეფა-ს საკლუბო რეიტინგში საქართველო მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონიას, უელსს, ბელარუსს, ანდორას, გიბრალტარსა და სან მარინოს ასწრებს. ჩვენზე წინ კი არიან კვიპროსი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, კოსოვო, სომხეთი, ლატვია, ისლანდია, ფარერის კუნძულები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ყაზახეთი, მალტა, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი, ესტონეთი, მონტენეგრო, ლუქსემბურგი…