საქართველო თურქეთს შეხვდება
საქართველო თურქეთს შეხვდება

საქართველოს ყველაზე პატარა ასაკის საფეხბურთო ნაკრები თურქეთშია და ანტალიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე ითამაშებს.

15-წლამდელთა გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც გიორგი ჩიტაურია, დღეს პირველ მატჩს ჩაატარებს – ჩვენი გუნდი მასპინძელ თურქეთის დაუპირისპირდება. მეორე ტურში, 25 აპრილს, მეტოქე აზერბაიჯანია, ხოლო 27 აპრილს – თურქეთის 14-წლამდელთა ნაკრები.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ჩიტაურმა ანტალიაში შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია), დავით ასათიანი (ტორპედო);

მცველები: ირაკლი კვაშილავა, სანდრო გულიაშვილი, თემურ ვაზაგაშვილი (სამივე – საბურთალო), ლუკა ფერცულიანი, ზურა მოსიაშვილი (ორივე – სფფ აკადემია), ლუკა კუკავა (მარტვილის აკადემია), მიხეილ ავალიანი (ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ლუკა თაგორაშვილი, ლაშა ონიანი, გიორგი გოჩიაშვილი (სამივე – სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, გიორგი გვიშიანი (საბურთალო), ნიკა კიტია (აკადემია-ზუგდიდი), თევდორე თელია (გაგრა).

თავდამსხმელები: თეიმურაზ დევიძე (ავაზა), თეიმურაზ თურაზაშვილი (დილა).