საქართველო - შვეიცარიის თამაშის 41 537 ბილეთი გაყიდულია | ევრო 2020
საქართველო - შვეიცარიის თამაშის 41 537 ბილეთი გაყიდულია | ევრო 2020

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სეზონს გახსნის – 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში „ჯვაროსნები“ შვეიცარიას შეხვდებიან.

ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთების გაყიდვაზე ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა და შეიძლება ითქვას, რომ ეროვნულ გუნდს გულშემატკივრების მხარდაჭერა გარანტირებული აქვს – ამ დროისთვის გაყიდულია 41 537 ბილეთი.

გულშემატკივარს ბილეთების შეძენა ჯერ კიდევ შეუძლია. ოფიციალური მონაცემებით, „დინამო-არენა“ 54 139 მაყურებელს იტევს, ანუ ამ დროისთვის 13 ათასზე ნაკლები ბილეთი დარჩა გასაყიდი. გულშემატკივრისთვის კარი 16:00 საათზე გაიღება.

საქართველო – შვეიცარიის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 18:00 საათიდან შემოგთავაზებთ.