საქართველო - შვეიცარიის დაპირისპირება დღეს გაიმართება | ევრო 2020
საქართველო - შვეიცარიის დაპირისპირება დღეს გაიმართება | ევრო 2020

საქართველოს ნაკრებისთვის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშები დღეს დაიწყება. საქართველო-შვეიცარიის დაპირისპირება თბილისის „დინამო არენაზე“ გაიმართება.

გუნდები ერთმანეთს აქამდე მხოლოდ ორჯერ შეხვედრიან. დაპირისპირებები ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შედგა. პირველი შეხვედრა 2002 წლის 8 სექტემბერს გაიმართა და შვეიცარიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 4:1 დასრულდა. მეორე თამაში 2003 წლის 4 აპრილს თბილისში გაიმართა და ამჯერად მაყურებელმა უგოლო ფრე იხილა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი აცხადებს, რომ შვეიცარიის ნაკრები ძლიერი გუნდია, თუმცა ეს საქართველოს არ აშინებს.

შვეიცარიის ნაკრები საქართველოს სერიოზული დანაკლისით ესტუმრა – ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდს ტრავმის გამო სამი ძირითადი თავდამსხმელი დააკლდა – ჰარის სეფეროვიჩი, სერდან შაჩირი და ადმირ მეჰმედი. ამის მიუხედავად, არენაზე მედიასთან შეხვედრაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეტკოვიჩმა განაცხადა, რომ თბილისში სამი ქულის მოპოვებას იმედოვნებს.

შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს, 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი