ვლადიმირ ვაისი - შვეიცარია ძლიერია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ
ვლადიმირ ვაისი - შვეიცარია ძლიერია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ თამაშამდე, რომელშიც საქართველოს ნაკრები შვეიცარიას დაუპირისპირდება, ჩვენი გუნდის მტთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრეს-კონფერენცია გამართა და გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა. ვაისის თქმით, შვეიცარია ძლიერი გუნდია, თუმცა საქართველოს ნაკრებს ეს არ აშინებს.

„შვეიცარია არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის, არამედ მთლიანად შესარჩევი ეტაპის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის ხვალინდელი მატჩის უპირობო ფავორიტია. როგორც უეფას ერთა ლიგაზე, ჩვენი მინიმალური მიზანი ახლაც ყველა მატჩში ბოლომდე ბრძოლაა. მოხარულები ვართ, რომ გუნდს დაუბრუნდნენ ქვილითაია, კაკაბაძე და ანანიძე. ახლა მთავარია, გავარკვიოთ, რომელი ფეხბურთელები იქნებიან მზად ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის მისაღებად“, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და შვეიცარიის ეროვნულ გუნდებს შორის მატჩი ხვალ, 23 მარტს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.