საქართველო-შვეიცარიამ გულშემატკივარი დააინტერესა - თამაშამდე ორი დღით ადრე, ბილეთების ნახევარი გაყიდულია
23 მარტს, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშები დაიწყება. გუნდები თამაშისთვის მზადებას ასრულებენ – „ჯვაროსნები“ თბილისში ვარჯიშობენ, შვეიცარია კი თბილისს დღეს ესტუმრება.
ფეხბურთის ფედერაციის გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ცნობილი გახდა, რომ შეხვედრამდე ორი დღით ადრე, გულშემატკივრები აქტიურობენ – თამაშზე დასასწრები ბილეთების თითქმის ნახევარი, 26 862 ბილეთი გაყიდულია.
გულშემატკივარს ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, ბმულზე tkt.ge/football-ზე შეუძლია. „დინამო-არენაზე“ კი სალაროები 11:00საათიდან 19:00-მდე მუშაობს.
საქართველო-შვეიცარიის მატჩი თბილისის „დინამო არენაზე“ 23 მარტს გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 18:00 საათიდან შემოგთავაზებთ.