დღეს, 31 აგვისტოს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ გაიმართება ტესტ-მატჩი რაგბიში, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული გუნდები შეხვდებიან.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისში ექვსი ერის მონაწილე გუნდი ჩამოდის, რაც ამ თამაშს დამატებით ინტერესს სძენს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს თითო ლიდერი დააკლდება; საქართველოს ნაკრებს მერაბ შარიქაძე ვერ უკაპიტნებს ტრავმის გამო და მის ნაცვლად გუნდს მოედანზე მიხეილ ნარიაშვილი გაუძღვება. რაც შეეხება შოტლანდიას, მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ სტიუარტ ჰოგს დასვენების საშუალება მისცენ და დღეს, როგორც ჩანს, მას მოედანზე ვერ ვიხილავთ.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.